logo
ENG



პუტინი: ორეულების გამოყენება შემომთავაზეს, თუმცა უარი ვთქვი

28 თებ 202011:57
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მას ორეული არ ჰყავს. ამასთან, რუსეთის ლიდერი ადასტურებს, რომ 2000 წელს, როდესაც ჩეჩნეთში ომი მიმდინარეობდა, მას ორეულის გამოყენების გეგმა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა. ამ თემაზე ვლადიმერ პუტინს შეკითხვა რუსმა ჟურნალისტმა დაუსვა და პირდაპირ ჰკითხა იყო თუ არა ის ნამდვილი პუტინი.

წლების განმავლობაში ინტერნეტ სივრცეში რუსეთის პრეზიდენტის ორეულის თემა აქტიურად განიხილებოდა. განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს საკითხი 2015 წელს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ლიდერმა რამდენიმე ვიზიტი გააუქმა, თავად კი საზოგადოებაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ გამოჩენილა. 

 

 


close დახურვა