logo
ENG



პუტინი: უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება, მაგრამ შედეგი არ არის, უზარმაზარი დანაკარგი აქვთ

16 ოქტ 202313:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/16/wnjacvxr5ux4qds.jpg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, "უკრაინის კონტრშეტევას შედეგი არ აქვს და უკრაინელებს დიდი სამხედრო დანაკარგი აქვთ".

"უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება, მაგრამ ჯერჯერობით, შედეგი არ არის. მხოლოდ უზარმაზარი [სამხედრო] დანაკარგი აქვთ", - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

გუშინ, პუტინმა თქვა, რომ "უკრაინის კონტრშეტევა მთლიანად ჩავარდა". ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინა გარკვეულ მიმართულებებზე ახალ შეტევით ოპერაციებს ამზადებს, რაზეც რუსეთს "შესაბამისი რეაგირება ექნება".

10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ ქვეყანაში თავდაცვითი და კონტრშეტევითი მოქმედებები მიმდინარეობს.


close დახურვა