ვლადიმირ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ მან კრემლში გამართული დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.
როგორც Ria Novosty წერს, პუტინმა ამის შესახებ "სპეცოპერაციის" მონაწილეს, ანექსირებული დონეცკის ე.წ. პარლამენტის სპიკერს, არტიომ ჟოგს უთხრა.
"ძალიან მოხარულნი ვართ, რომ პრეზიდენტმა შეისმინა ჩვენი თხოვნა კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით, მთელი რუსეთი უჭერს მას მხარს", - თქვა ჟოგმა.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ არჩვენების თარიღაად 2024 წლის 17 მარტი დანიშნა. დღეს კი რუსეთის ცეესკომ კი მიიღო განკარგულება, რომ არჩევნები სამი დღის განმავლობაში 15-17 მარტს გაიმართებოდა.
აქამდე პუტინს არჩევნებში მონაწილეობაზე ოფიციალურად არ განუცხადებია.
2018 წლის არჩევნებზე მისი გამარჯვება ხმების 76,69%-ით გამოაცხადეს.
პუტინისთვის ეს მეხუთე საპრეზიდენტო ვადა იქნება. როდესაც 2000 წელს მან პირველად დაიკავა ეს თანამდებობა, ერთი პირისთვის ვადების მაქსიმალური რაოდენობა ორით შემოიფარგლებოდა. გარდა ამისა, საპრეზიდენტო ვადა ოთხწლიანი იყო. 2008 წელს ის ექვს წლამდე გაიზარდა.
2020 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პუტინს ზედიზედ მესამედ კენჭისყრის საშუალება მიეცა, რადგანაც ყველა წინა პრეზიდენტის საპრეზიდენტო ვადა განულდა. ამის გამო რუსეთის პრეზიდენტად ყოფნა პუტინს 2036 წლამდე შეუძლია.