რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა FSB-ის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა უნდა გამოიყენონ უკრაინის ომის დროს მიღებული გამოცდილება "ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და რუსეთის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად".
პუტინმა მოუწოდა "კონტრდაზვერვის ხაზის" გაძლიერებისკენ, ასევე იმ ადამიანების გამოვლენისკენ, რომლებიც "ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს იყენებენ ტერორიზმისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის."
"რა თქმა უნდა, აუცილებელია გამოვლინდეს და შეწყდეს მათი უკანონო ქმედებები, ვინც ცდილობს ჩვენი საზოგადოების გახლეჩას და დასუსტებას, რომლებიც იარაღად იყენებენ სეპარატიზმს, ნაციონალიზმს, ნეონაციზმს და ქსენოფობიას."- განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროა "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სისტემის რეგიონული სეგმენტების განვითარება, მათ შორის დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში."