რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს მოსკოვში 26 აპრილს შეხვდება.
20 აპრილს გაეროს სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ გუტიერეშმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს მიწერა და სთხოვა დაუყოვნებლივ შეხვდნენ მას.
„გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამ დიდი საშიშროებისა და შედეგების დროს მას სურს უკრაინაში მშვიდობა მისაღწევი მყისიერი ნაბიჯები და ასევე გაეროს ქარტიასა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული მომავალი მრავალმხრივი დიპლომატია განიხილოს“, - განაცხადა დუჟარიკმა.