რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული გაზის შესყიდვის შესახებ არსებული კონტრაქტები შეწყდება, თუ ისინი რუბლის გადახდაზე უარს იტყვიან.
"არავინ არაფერს მიყიდის უფასოდ. ჩვენ არც ქველმოქმედებას ვაპირებთ. ანუ არსებული კონტრაქტები შეწყდება", - ციტირებს პროსახელისუფბლებო მედიაგამოცემა რია ნოვოსტი რუსეთის პრეზიდენტს.
დიდი შვიდეულის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსეთს გაზის საფასურს რუბლში არ გადაუხდიან.
"დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა", - თქვა გერმანიის ეკონიმიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა G7-ის ვირტუალური კონფერენციის შემდეგ.
პუტინის განცხადებით, "არამეგობრულ ქვეყნებს" გაზს რუბლში მიყიდიან.