რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს, ალან გაგლოევს შეხვდება.
კრემლის ინფორმაციით, დაგეგმილია ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობისა და შემდგომი განვითარების პერსპექტივების განხილვა, პირველ რიგში, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში.
ეს გაგლოევისა და პუტინის პირველი "ოფიციალური" შეხვედრა იქნება. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს გაგლოევი აცხადებდა, რომ განვითარების ერთადერთი ვექტორი რუსეთთან ინტეგრაციაა.
რამდენიმე დღის წინ რუსეთში იმყოფებოდა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი, ასლან ბჟანია. როგორც ცნობილია, პუტინს ის არ შეხვედრია. მოსკოვიდან ბჟანია მინსკში გაემგზავრა, სადაც ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.