logo
ENG



პუტინი სანქციებზე: შესაძლებლობაა, ტექნოლოგიური და ეკონომიკური სუვერენიტეტი გავაძლიეროთ

11 მარ 202217:18
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთისთვის შესაძლებლობაა, გააძლიეროს თავისი ტექნოლოგიური და ეკონომიკური სუვერენიტეტი.

"ბოლო წლებმა აჩვენა, რომ იქ, სადაც დასავლელებმა შეზღუდვები დაგვიწესეს, ჩვენ შევიძინეთ ახალი კომპეტენციები და აღვადგინეთ ძველი, ახალ ტექნოლოგიურ დონეზე", - თქვა პუტინმა მოსკოვში ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის გახსნისას.

"ეს არის შესაძლებლობა, გადავიდეთ ტექნოლოგიური და ეკონომიკური სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ", - დასძინა პუტინმა.

პუტინმა ასევე თქვა, რომ მას სჯერა, რუსეთი და ბელარუსი გადალახავენ ამ სირთულეებს და კიდევ მოიპოვებენ მეტ კომპეტენციას, მეტ შესაძლებლობებს, რათა გახდნენ დამოუკიდებლები, თვითკმარები.


close დახურვა