logo
ENG



პუტინი უკრაინის ხელმძღვანელობისგან ითხოვს, რომ აზოვსტალის მცველებს დანებება უბრძანოს

05 მაი 202222:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/05/iowpdr6l5iu74z7.jpg

რუსული პროპაგანდისტული მედია რია ნოვოსტის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერმინისტრთან საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილა.

რია ნოვისტის ცნობით, საუბარი ასევე მარიუპოლის ბლოკადას შეეხო. საუბრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უნდა უბრძანოს აზოვსტალში მყოფ სამხედროებს იარაღი დაყარონ. კრემლის მტკიცებით, რუსეთი მზად არის აზოვსტალის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია უზრუნველყოს.

"რაც შეეხება აზოვსტალში დარჩენილ ბოევიკებს, კიევის ხელისუფლებამ მათ იარაღის დაყრის ბრძანება უნდა მისცეს", - ამბობს პუტინი.

უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც უკრაინელი მებრძოლები და სამოქალაქო პირები არიან გამაგრებულნი, შტურმი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ამავე დროს, კრემლი აზოვსტალზე თავდასხმას უარყოფს.

დღეს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა თქვა, რომ აზოვსტალის ქარხანაში უკრაინულმა ძალებმა რუსული ჯარები მოიგერიეს.

 


close დახურვა