logo
ENG



პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რუსეთის მხრიდან პასუხი აუცილებლად იქნება

17 ივლ 202323:23
3 წუთის საკითხავი
 
პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რუსეთის მხრიდან პასუხი აუცილებლად იქნება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებას რუსეთის მხრიდან "პასუხი აუცილებლად ექნება".

პუტინმა ხიდის აფეთქებას "სამხედრო თვალსაზრისით უაზრო" უწოდა, რადგან მისივე მტკიცებით, "ხიდი სამხედრო გადაზიდვებისთვის დიდი ხანია არ გამოუყენებიათ".

"პასუხი რუსეთისგან, რა თქმა უნდა, იქნება. თავდაცვის სამინისტრო უკვე ამზადებს შესაბამის წინადადებს" - თქვა პუტინმა.

17 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიანოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე შეჩერდა მიმოსვლა, რადგან "კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში საგანგებო შემთხვევა მოხდა".

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი უკრაინის სპეცოპერაცია იყო, კერძოდ, უკრაინსკა პრავდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მასში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ.


close დახურვა