logo
ENG



პუტინის განკარგულება და გაფრთხილება ვაშინგტონიდან

10 მაი 202319:52
3 წუთის საკითხავი
 

პირველი გამოხმაურება ვაშინგტონიდან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს. განცხადებას სააგენტო აქცენტი ავრცელებს. ტექსტში წერია: "დასავლეთის არაერთი სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეებში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს სანქციების შესაძლო დაწესების გამო იმ ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან".


close დახურვა