რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის სანქციები რუსეთს და ბელარუსს ინტეგრაციის დაჩქარებისკენ უბიძგებს.
"ე.წ. კოლექტიური დასავლეთის მხრიდან სანქციების უპრეცედენტო ზეწოლა ინტეგრაციის დაჩქარებისკენ გვიბიძგებს. ერთად უფრო ადვილია უკანონო სანქციების ზარალის მინიმუმამდე დაყვანა," - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, რუსეთსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობის სფეროებს ტექნოლოგიური და სამრეწველო ინოვაციები, ფინანსები და ტრანსპორტი წარმოადგენს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.