logo
ENG



პუტინის თქმით, რუსეთში მობილიზებულთა რაოდენობამ 318 000 ადამიანს მიაღწია

04 ნოე 202216:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/04/0kl0eh904fnzi5r.jpg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში მობილიზებულთა რაოდენობამ 318 000 ადამიანს მიაღწია.

"უკვე 318 000 მობილიზებული გვყავს, რატომ 318 000? იმიტომ, რომ მოხალისეები მოდიან. მოხალისეთა რაოდენობა არ მცირდება," - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, 49 000 ადამიანი უკვე გაგზავნილია ფრონტზე, დანარჩენები კი "ემზადებიან".

28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე 82 000 მობილიზებული გაგზავნეს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება. 


close დახურვა