logo
ENG



პუტინის თქმით, უკრაინელები კონტრშეტევაში წარმატებას ვერ აღწევენ

16 ივლ 202318:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/16/w07w1flu517knng.jpg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინელები კონტრშეტევაში წარმატებას ვერ აღწევენ.

"ჩვენი ჯარები გმირულად მოქმედებენ. მტრისთვის მოულოდნელად, ზოგიერთი მიმართულებით ისინი თავად მიდიან შეტევაზე, ყველაზე ხელსაყრელ პოზიციებს იკავებენ. მოწინააღმდეგის ყველა მცდელობა, გაერღვია ჩვენი თავდაცვა, წარუმატებელი იყო მთელი კონტრშეტევის განმავლობაში. მოწინააღმდეგე წარმატებას ვერ აღწევს!", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. 14 ივლისს, უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები წინ მიიწევდნენ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ერთ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 8 დასახლების გათავისუფლება შეძლეს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთით სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, თუმცა უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ.


close დახურვა