ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. კრემლის წმინდა ანდრიას დარბაზში რეჟიმის ლიდერმა მეხუთედ დაიფიცა კონსტიტუციაზე და რუს ხალხს ერთგულ სამსახურს დაპირდა. ცერემონიას 2500 სტუმარი დაესწრო, თუმცა მათ შორის არ იყვნენ შეერთებული შტატების და დასავლეთის ქვეყნების უმეტესობის წარმომადგენლები. ცერემონიას არ დასწრებია არც სი ძინ პინი და არც ნიკოლ ფაშინიანი.
პუტინის ინაუგურაცია
07 მაი 202420:07
3 წუთის საკითხავი