logo
ENG



პუტინის მტკიცებით, უკრაინა ყველანაირად ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებას

18 მარ 202215:41
3 წუთის საკითხავი
 
პუტინის მტკიცებით, უკრაინა ყველანაირად ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებას

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ყველანაირად ცდილობს მოლაპარაკებების გაჭიანურებას. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. 

"კიევის რეჟიმი ყველანაირად ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებას, სულ უფრო და უფრო არარეალური წინადადებების წამოწევით. მიუხედავად ამისა, რუსული მხარე მზადაა გააგრძელოს გადაწყვეტილებების ძიება მისი ცნობილი პრინციპული მიდგომების შესაბამისად,"- ნათქვამია  განცხადებაში.

დღესვე, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბარი ექნება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. 


close დახურვა