პუტინის ომის 59-ე დღე. ოკუპანტების სამიზნე კვლავ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. რამდენიმე საათის განმავლობაში იბომბებოდა ქალაქი ოდესა.
ამ დროისთვის ცნობები ვრცელდება 5 ადამიანის გარდაცვალების შესახებ, მათ შორის ერთ-ერთი 3 თვის ბავშვია. პარალელურად კვლავ ვერ ხერხდება ქალაქ მარიუპოლიდან მოქალაქეების გამოყვანა, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები და ბავშვები უკვე 2 თვეა, აზოვსტალის ქარხნის ბუნკერებში იმალებიან.