logo
ENG



პუტინის ფიასკო - დროება

09 აპრ 202320:49
3 წუთის საკითხავი
 

ფინეთი ნატოში, უკრაინა კონტრშეტევის, პუტინი კი განსასჯელის სკამის მოლოდინში. სრულმასშტაბიანი, არაპროვოცირებული ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ მსოფლიო ჰეგემონობისთვის მომზადებული პუტინი კეთროვანი ტირანი გახდა. მას კრემლშიც კი აღარ უკრავენ ტაშს, დიადმა რუსულმა მიზნებმა კი სრული კრახი განიცადა. აღარავინ საუბრობს კიევის დაცემაზე, აღარავინ ელოდება რუსების წარმატებას, აღარავის ეშინია კრემლის ბირთვული რიტორიკის. პირიქით, უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეები უკვე პუტინის მშობლიურ ქალაქში - პეტერბურგშიც კი ნადგურდებიან. სანამ მთელი მსოფლიო უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინშია, ტირანის პარანოიას ამხელს ეფესბეს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან, სამსახურებრივი მივლინების დროს გაიქცა. დროება პუტინის ფიასკოს შესახებ.


close დახურვა