logo
ENG



პუტინის შემდეგ - დროება

22 იან 202320:26
3 წუთის საკითხავი
 

ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემით რუსეთში სიღარიბის მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა უკრაინის ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებისთვის კომპენსაციების გადახდის გამო. ომი უკრაინაში რუსული ელიტებისთვის შემოსავლის ახალ წყაროდ იქცა. პუტინის არმიამ სწრაფ გამარჯვებას ვერ მიაღწია. ახლა დიქტატორისა და მისი გარემოცვისთვის თავად პროცესია საინტერესო. მითუმეტეს, რომ ომის კაპიტალიზაცია ჩართულმა მხარეებმა მეტნაკლებად მოახერხეს. რეჟიმისთვის ხომ რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ჯარისკაცი დაბრუნდება სახლში ცინკის კუბოთი. პუტინი მომავალი არჩევნებისთვის ემზადება, ემზადებიან ელიტებიც. უცნობია, როგორ გადანაწილდება ძალები, გაიწევს თუ არა გვერდზე დიქტატორი, თუ ახალ სახეებს შემოიკრებს და კიდევ უფრო გაძლიერდება. პოსტ პუტინი, მოდა ომზე რუსულ პოლიტიკაში - დროების სიუჟეტში.


close დახურვა