logo
ENG



პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა, შესაძლოა, 8 სექტემბერს შედგეს - Bloomberg

28 აგვ 202321:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/28/3315vn3iqbv5od2.jpg

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის შეხვედრა, შესაძლოა, 8 სექტემბერს, რუსეთის ტერიტორიაზე შედგეს. ინფორმაციას Bloomberg-ი ორ თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროები ამბობენ, რომ ერდოღანი პუტინს ინდოეთში გამგზავრებამდე შეხვდება, სადაც დიდი ოცეულის [G20] სამიტია დაგეგმილი. პრეზიდენტების სასაუბრო თემა სავარაუდოდ მარცვლეულის ინიციატივა იქნება, რომელიც მოსკოვმა ივლისში დატოვა.

17 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას აჩერებს. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი არ შესრულდა.

 


close დახურვა