logo
ENG



პუტინისტური მედიის ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძეს დებატებში იწვევს

03 მაი 202020:35
3 წუთის საკითხავი
 
f88l2mzi1hvmfxo.jpg

News Front-ის რუსული ბიუროს ხელმძღვანელი კონსტანტინ კნირიკი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დირექტორს, მიხეილ ბენიძეს დებატებში იწვევს.

მიზეზი ISFED-ის მიერ News Front-თან დაკავშირებით ჩატარებული კვლევაა, რომლის შემდეგაც Facebook-მა სააგენტოს გვერდები წაშალა.

კნირიკმა ბენიძეს სოციალურ ქსელ twitter-ის მეშვეობით მიმართა და ISFED-ს „სოროსის გრანტზე გაყიდული ორგანიზაცია“ უწოდა.

„დიახ, ჩვენ შეგვიძლია თქვენი ციტირება, რადგან არ გვაქვს ცენზურა, ობიექტური მედია ვართ, თქვენგან განსხვავებით. თქვენ გაყიდულები ხართ სოროსის გრანტებზე, თქვენ გაყიდეთ ღირსება და ნამუსი. როგორც News Front-ის ხელმძღვანელი, მზად ვარ თქვენთან პირდაპირ ეთერში დისკუსიისთვის“, - წერს „ტვიტერზე“ კონსტანტინ კნირიკი.

შეგახსენებთ, Facebook-მა კრემლის რუპორ მედიასთან, "ნიუსფრონტთან" დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები წაშალა ყველა ქვეყანაში, სადაც სააგენტო ოპერირებდა, მათ შორის - საქართველოშიც.  


close დახურვა