logo
ENG



პუტინმა 130 000 ადამიანის ჯარში გაწვევაზე ბრძანებას ხელი მოაწერა

29 სექ 202318:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/29/g9xkp7v311dmd83.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 130 000 ადამიანის ჯარში გაწვევაზე ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია, Ria Novosti ავრცელებს.

"2023 წლის 1 ოქტომრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან "სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" გაწვევას 130 000 ადამიანის ოდენობით", - ნათქვამია განკარგულებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.


close დახურვა