logo
ENG



პუტინმა რუსეთში სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა

31 მარ 202300:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/31/sd6m66807dzs61w.jpg
RIA Novosti / Max Vetrov

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2023 წლის აპრილ-ივლისს რუსეთის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

სამხედრო გაწვევა 2023 წლის 1-ლი აპრილიდან, 15 ივლისამდე მოხდება და შეეხებათ რუსეთის 18-27 წლის მოქალაქეებს, ვინც არ არიან სამხედრო რეზერვში და აკმაყოფილებენ "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის" შესახებ კანონს. პუტინმა ადგილობრივ ხელისუფლებებს და კომისიებს დაავალა, კანონის აღსრულებისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება უზრუნველყონ.

პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა იმ ჯარისკაცების სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებისკენ ვისაც მსახურობის ვადა ამოეწურათ,

განკარგულების ტექსტის მიხედვით, ამჯერად დაახლოებით 147 ათას ადამიანს გაიწვევენ.

დღესვე რუსეთის სახელმწიფო დუმას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა, რომ გაზაფხულზე ჯარში გაწვეულები რუსეთის "ახალ ტერიტორიებზე" - დონეცკში, ლუჰანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში არ იბრძოლებენ.

მისი თქმით, კანონპროექტში ახალწვეულთა ასაკის შესახებ დაგეგმილი ცვლილებები არ შეეხება გაზაფხულზე გაწვეულებს არ შეეხებათ.

 

close დახურვა