logo
ENG



პუტინმა საგაზაფხულო სამხედრო გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

01 აპრ 202410:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/01/yhpramyayyd8ubk.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგაზაფხულო სამხედრო გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. გაწვევა 1-ელი აპრილიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება და 150 000 ადამიანს გამოიძახებენ.

1-ელი იანვრიდან მიღებული ახალი კანონის შესაბამისად, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მოქალაქეებს, რომელთა ასაკიც 18-დან 30 წლამდეა. თუმცა ცვლილების თარიღის გათვალისწინებით, არ გაიწვევენ მათ, ვინც 2023 წელს 27, 28 ან 29 წლის გახდა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

ამავე წლის 28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.


close დახურვა