logo
ENG



ჟენევის ფორმატი უცვლელი რჩება - დავით ზალკალიანი

17 ოქტ 201914:31
3 წუთის საკითხავი
 
hng6xpyog5mq2hg.jpg

"მინისტრის საათის" ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევის ფორმატის შესაძლოა გაუქმების შესახებ გაამახვილა ყურადღებით. მისი თქმით, მსგავსი რამ არ იგეგმება და აღნიშნული ფორომატი უალტერნატივოა. სხვა საკითხია, რამდენად პასუხობს არსებულ გამოწვევებს ჯჟნევის ფორმატი და რამდენად ეფექტურია.ზალკალიანის თქმით, საერთაშორისო პარტნიროების დახმარებით საჭიროა გარედან მოხდეს ფორმატის დახმარება, რათა უფრო ქმედითი გახდეს. მისივე თქმით, რუსულ მხარესთან შეხვედრაც სწორედ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით მოხდა. 

"შეხვედრა მაქსიმალურად იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ იქ მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი ყოფილიყო გულწრფელად, მკაფიოდ წარმოდგენილი და ვფიქრობ ეს მოვახერხეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ვიმსჯელეთ იქ მიმდინარე ჰუმანიტარულ პრობლემებთან დაკავშირებითაც, ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებითაც... მინდა მოგახსენოთ, რომ ამ შეხვედრის წინ არსებობდა მითქმა-მოთქმა, თითქოს ჟენევის ფორმატი იცვლება. იქ დადასტურდა, რომ ფორმატი უცვლელი რჩება",-განაცხადა ზალკალიანმა. 

მისივე თქმით, ქართული მხარისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, ჟენევის ფორმატის პერსონალის ცვლილების შესახებ და ოქტომბერში უკვე ჩატარდა შეხვედრა  ახალი შემადგენლობით. საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ჟენევის ფორმატს ალტერნატივა არ აქვს. მეორე საკითხია, რამდენად პასუხობს არსებულ მოთხოვნებს და ამოცანებს, თუმცა საჭიროა ხელისუფლებამ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას, რათა ფორმატი უფრო ქმედითი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატები დავით ზალკალიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. ზალკალიანის მოხსენების შემდეგ, მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ პარლამენტის დეპუტატებს.

 

 


close დახურვა