logo
ENG



ჟვანიას თქმით, მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა, ისრაელიდან რეისი 13 ოქტომბერსაც დაინიშნოს

11 ოქტ 202309:09
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, თუ საქართველოს მოქალაქეებისგან მოთხოვნა იქნება, შესაძლოა, ისრაელიდან რეისი 13 ოქტომბერსაც დაემატოს. 

"როგორც ვიცით, დამატებითი რეისი არის დანიშნული, ამ რეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში, ისევე, როგორც 12 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა დამატებით რეისი და ხვალ ვნახავთ, თუ მოთხოვნა იქნება ჩვენი მოქალაქეებისგან საქართველოში დაბრუნებაზე, შეიძლება, ასევე, 13 რიცხვზეც ვისაუბროთ", - განაცხადა მან. 

რაც შეეხება კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას, ჟვანიას თქმით,  ისრაელმა, პრაქტიკულად, მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, თუმცა, მიუხედავად ამისა, საჰაერო თავდასხმა მაინც გრძელდება. 

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

 

 
 
 

 

 

 

close დახურვა