logo
ENG



ჟიტომირში რუსებმა სადესანტო ბაზას ბალისტიკური რაკეტა ესროლეს, რომელიც სახლებსაც მოხვდა

02 მარ 202201:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/02/p396fobr9mzwzwa.png

ჟიტომირში რუსეთის ძალებმა 95-ე სადესანტო ბაზას ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. რაკეტამ გვერდზე მდებარე საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა, სადაც ხანძარი გაჩნდა. 

მაშველები ადგილზე იმყოფებიან. ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ.

ქალაქის მერის სერგეი სუხომლინის თქმით, "ნაძირლები ბომბავენ საცხოვრებელ სახლებსა და საავადმყოებს". 

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 


close დახურვა