თიბისი კაპიტალი "მთავარი ეკონომისტის განახლებას" აქვეყნებს, რომელშიც განხილულია, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთ-უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტს საქართველოს ეკონომიკაზე.
თიბისი კაპიტალის თანახმად, კონფლიქტის განვითარების შემთხვევაში, უკრაინიდან და რუსეთიდან წმინდა სავალუტო შემოსავლები 211 მილიონი დოლარით შემცირდება, რაც მოიცავს:
- ექსპორტის შემცირებას 62 მილიონი დოლარით;
- გზავნილების შემცირებას 52 მილიონი დოლარით;
- ტურიზმის შემოსავლების შემცირებას 97 მილიონი დოლარით;
თიბისი კაპიტალის თანახმად, 2022 წლის საბაზისო ეკონომიკურ სცენარში ნავარაუდებია საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდა, თუმცა უკრაინაში კონფლიქტის შემთხვევაში შესაძლოა ზრდა შემცირდეს და 4%-იანი იყოს.
რაც შეეხება ლარის კურსს, თიბისი კაპიტალი წერს, რომ უკრაინაში შესაძლო სამხედრო კონფლიქტი საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის 10%-იან გაუფასურებას გამოიწვევს.