logo
ENG



რა დეტალები გახდა ცნობილი ოზურგეთში დაჭრილი 52 წლის კაცის საქმეზე

13 სექ 202217:25
3 წუთის საკითხავი
 

ოზურგეთში 52 წლის დემურ გოგოტიშვილი დაჭრეს. მას სხეულზე მრავლობით ჭრილობა აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ორი დღის წინ მომხდარ მკვლელობას უკავშირდება - დაჭრილი 22 წლის გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებულისა და ძებნილი ვაჟა გოგოტიშვილის ბიძაა.

თავდაპირველად, დაჭრილის ნათესავები მედიასთან მოკლულის ახლობლების მხრიდან შურისძიებაზე საუბრობდნენ, შემდეგ კი ეს ვერსია უარყვეს და განაცხადეს, რომ ამ ორ შემთხვევას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს და დაჭრილმა დაზიანებები თავად მიიყენა.

დაჭრილის ძმის თქმით, დემურ გოგოტიშვილმა წერილი დატოვა, რომელშიც თვითდაზიანებებზე საუბრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. უწყების წარმომადგენლის თქმით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

"წერილი ნანახია. ამოღებულია კრიმინალისტების მიერ, გადატანილია და დალუქულია. წერილში ოჯახის წევრებს მიმართავს. ამ ეტაპზე დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, გამოძიება მიმდინარეობს"- აცხადებენ შსს-ში.


close დახურვა