logo
ENG



რა იხსნება ხვალიდან

28 თებ 202117:43
3 წუთის საკითხავი
 
რა იხსნება ხვალიდან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირველი მარტიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება. 

კერძოდ:

  • იხსნება საბავშვო და კერძო ბაღები (2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით);
  • მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები;
  • გაიხსნება ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები შეძლებენ პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენასა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას;

კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი. 

25 თებერვლიდან უკვე აღდგა საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გაიხსნა სასტუმროები სამთო კურორტებზე. რამდენიმე შეზღუდვის მოხსნა დაგეგმილია 8 და 15 მარტს, ასევე, პირველ აპრილს.


close დახურვა