logo
ENG



რა მდგომარეობაა გორის ჰოსპიტალში - ლომჯარიამ სააკაშვილი მოინახულა

23 ნოე 202119:33
3 წუთის საკითხავი
 
რა მდგომარეობაა გორის ჰოსპიტალში - ლომჯარიამ სააკაშვილი მოინახულა
ფოტო: ფორმულა/ვახო ქარელი

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობა შეაფასა. კლინიკის დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ პატიმრის პალატაში შესვლა ძალიან გართულებულია. ამასთან, აღნიშნავს, რომ მის უფლებრივ ნაწილში გარკვეული საკითხები მოგვარებულია.

"დაახლოებით, მინიმუმ 2 საათი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესასვლელიდან პაციენტამდე მიგვეღწია. ეს განპირობებულია იმიათ, რომ გაურკვევლობაა შიგნით, კომუნიკაცია გართულებულია ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და პენიტენციის უწყებებს შორის. ერთმანეთში რეკავენ და არკვევენ რაღაცებს, რაც გაუგებარია ჩემთვის. 

გარკვეული საკითხები, რაზეც შენიშვნა მივეცით ადრე, გამოსწორებულია. მაგალითად: ბადრაგი აღარ ესწრება მის სამედიცინო გასინჯვებს. ასევე პრობლემაა ის, რომ გარკვეული პირადი ნივთები, ჰიგიენის ნივთები სჭირდება. სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როცა ეს ფიზიკურად შეეძლება, ეს მოსაგვარებელია და გადავცემთ პენიტენციურ სამსახურს", - აღნიშნა ომბუდსმენმა ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.

დღეს, 23 ნოემბერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამედიცინო ექსპერტების ჯგუფთან ერთად გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულოებლად მივიდა. 

ლომჯარიას ცნობით, სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის მონახულების და კლინიკური მართვის პროცესში კონსულტაციის გაწევის თხოვნით ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიმართა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა.

ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას 19 ნოემბერს დათანხმდა. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა

 


close დახურვა