logo
ENG



რა სანქციებს ამზადებს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ

22 თებ 202218:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/22/hf4af4tjal61jlq.jpg

დღეს, 22 თებერვალს ევროკავშირი რუსეთის მიმართ დასაწესებელ სანქციებზე იმსჯელებს. 

სანქციების პაკეტი შეეხება: 

  • ადამიანებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში; 
  • ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსულ ჯარს და სხვა ოპერაციებს ოკუპირებული დონბასის ტერიტორიებზე.
  • რუსეთის სახელმწიფოს და მთავრობას შეეზღუდოს ევროკავშირის კაპიტალზე, ფინანსურ ბაზრებსა და სერვისებზე წვდომა, რათა შეზღუდოს ესკალაციური და აგრესიული პოლიტიკა
  • ოკუპირებული რეგიონებიდან ევროკავშირიდან და ევროკავშირში ვაჭრობის შეზღუდვა, რათა პასუხისმგებელმა პირებმა ნათლად იგრძნონ თავიანთი უკანონო და აგრესიული ქმედებების ეკონომიკური შედეგები.

ევროკავშირი აცხადებს, რომ მზად არის, მოამზადოს სანქციების დამატებითი ზომები შემდგომ ეტაპებზეც, მოვლენების შემდგომი განვითარებიდან გამომდინარე. 

ასევე, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ რჩება სოლიდარული უკრაინის მიმართ და გაერთიანებულია მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად. 


close დახურვა