logo
ENG



რა ფორმით ჩატარდება ტაძრებში პანაშვიდები, 1 კვირაში გახდება ცნობილი

20 აპრ 202010:47
3 წუთის საკითხავი
 

შესრულდება თუ არა გარდაცვლილთათვის პანაშვიდის რიტუალი ტაძრებში და იქნება თუ არა კიდევ ერთი ხალხმრავალი შეკრება - არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ამბობს, რომ სამების ტაძარში, დილასა და საღამოს წირვა უცვლელად ჩატარდება, სურვილის შემთხვევაში კი, მრევლს მიცვალებულთათვის პანაშვიდსაც გადაუხდიან.

არქიმანდრიტის განმარტებით, მიცვალებულთა დღე შემდეგ სამშაბათსაა, შესაბამისად ერთ კვირაში გახდება ცნობილი რა ფორმით ჩატარდება საეკლესიო რიტუალი და მივა თუ არა მოსახლეობა სასაფლაოებზე

ოფიციალურად არაფერი არ იმართება, რადგან ეს უფრო ტრადიციული დღესასწაულია და არა საეკლესიო. ეკლესიურად მიცვალებულთა ხსენების დღე არის შემდეგ სამშაბათს. ახლა ინდივიდუაურად ტაძრებში თუ ვინმე მოძღვარს სთხოვენ, ისინი ჩაატარებენ პანაშვიდს, თუმცა წესით ეს არ არის დადგენილი. იქნება წირვა, საღამოს ლოცვა ყოველდღიურად სამების ტაძარში. თუ ვინმე მოვა და პანაშვიდს ითხოვს, შეუსრულებენ მიცვალებულისთვის პანაშვიდს“, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა

 


close დახურვა