logo
ENG



რა წერია მიუნხენის კონფერენციის დასკვნაში

13 თებ 202419:59
3 წუთის საკითხავი
 

"პრორუსი ოლიგარქი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აშორებს" - ეს ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის შესახებ მიუნხენის კონფერენციის ანგარიშშია. სწორედ ოლიგარქს აკისრებს დოკუმენტი პასუხისმგებლობას ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე. ახლა ოცნება იმას არკვევს, ვინ დაწერა კრიტიკული ანგარიში. ოცნებისთვის მწვავე დოკუმენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სამუშაო ტექსტშია. ამ დისკუსიის მოსმენა მთავრობიდან საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწევს. მიუნხენში არ მიდის პრემიერი. სალომე ზურაბიშვილი კი კონფერენციას მთავრობის ნებართვის გარეშე დაესწრება.


close დახურვა