logo
ENG



რა ხდება კავკასიის რეგიონში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - დროება

03 აპრ 202220:29
3 წუთის საკითხავი
 

რა ხდება კავკასიის რეგიონში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 24 მარტს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ყარაბაღის რეგიონში აიღეს სოფელი, რომელსაც რუსი ე.წ. სამშვიდობოები აკონტროლებდნენ. როცა მოსკოვმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა ბაქოს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მკაცრად უპასუხა, რომ ეს მათი ტერიტორიაა და თქვენი განცხადება ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის, 2022 წლის 22 თებერვალს გაფორმებული "ორმხრივი ურთიერთობისა და სამოკავშირეო ურთიერთქმედების დეკლარაციის" ხასიათსო. აზერბაიჯანის ეს მკაცრი ტონი და ქმედებები რუსეთში აღიქვეს როგორც ზურგში დანის ჩარტყმა, და სიტუაცია კიდევ მეტად დაიძაბა. რას მოასწავებს ალიევის ეს გადაწყვეტილება და როგორ სუსტდება რუსეთი კავკასიაში - ნახეთ დროებაში.

 


close დახურვა