26 თებერვალს საქართველოში კოვიდ ინფექცია დაფიქსირდა. მაშ შემდეგ ქვეყანაში სრულიად შეიცვალა ვითარება. გამოცხადდა საგანგებო რეჟიმი და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
"ფორმულა" ამჯერად იმ ადამიანებს ესაუბრა, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს. როგორც დაინფიცირებულები ჰყვებიან, როგორც წესი თავიდან ყველაფერი ტემპერატურითა და ცხელებით იწყება, შემდეგ კი ყველაფერი მეტად რთულდება.