logo
ENG



რაგბში საქართველო-რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

12 მარ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გამო, 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.

ამის შესახებ საქართველოს რაგბის ფედერაციის განცხადებაშია აღნიშნული:

„ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.

"ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო, გუშინ ყველა ჩემპიონატი შეაჩერა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც.


close დახურვა