logo
ENG



რადამ მიიღო კანონი უკრაინის ფინანსური სისტემის რუსეთის ფედერაციის ქმედებებისგან დასაცავად

04 ნოე 202215:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/04/x5f7lvu6jl2mtg7.jpg

უკრაინის სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, რადამ მიიღო კანონი უკრაინის ფინანსური სისტემის რუსეთის ფედერაციის ქმედებებისგან დასაცავად.

ჟელეზნიაკი ამბობს, რომ მთლიანობაში კანონპროექტს 316-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მისი თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს:

-         რუსეთის ფედერაციის მოქალაქე პირთა პირველადი ფინანსური მონიტორინგის სუბიექტების ხელმძღვანელობასა და მართვაში მიუღებლობას;

-         მაღალი რისკის მქონე კლიენტების სიის გაფართოებას მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მიერ, რომლებიც არიან რუსეთის ფედერაციის რეზიდენტები და/ან რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მასთან;

-         პირველადი ფინანსური მონიტორინგის სუბიექტებისთვის ვალდებულების დაწესება ფინანსური მონიტორინგის სახელმწიფო სამსახურში რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ სუბიექტებთან ზღვრული ტრანზაქციების შესახებ ანგარიშის წარდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა