logo
ENG



რადას დეპუტატები წერენ, რომ უახლოეს ერთ საათში რუსეთი სრული ძალით კიევზე იერიშს მიიტანს

27 თებ 202201:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/27/x8ko3z26hf8wf6y.jpeg

რადას დეპუტატები წერენ, რომ უახლოეს ერთ საათში რუსეთი სრული ძალით კიევზე იერიშს მიიტანს. 

დეპუტატი ლესია ვასილენკო Twitter-ზე წერს, რომ რუსეთი თავდასხმისთვის ყველა ძალის გამოყენებას აპირებს. 

"უახლოეს 30-60 წუთში კიევზე უპრეცედენტო თავდასხმა განხორციელდება. რუსეთი ყველაფერს გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ. მთავარი სამიზნე ბესარაბკას ბაზარია", - წერს ვასილენკო. 

კიდევ ერთი დეპუტატი ირინა გერაშენკო მოქალაქეებს მოუწოდებს თავშესაფრებიდან და სახლებიდან არ გამოვიდნენ. 

"უახლოეს ნახევარ საათში ფაშისტური რეჟიმი კიევს სრული ძალით დაესხმება თავს, გამოიყენებს ყველა რესურს, რაც აქვს და სასიკვდილო ქარიშხალს შექმნილს. ძვირფასო კიეველებო, გთხოვთ არ დატოვოთ თავშესაფრები. ღმერთმა დაიფაროს უკრაინა და კიევი. ჩვენი სამხედროების გვჯერა", - წერს გერაშენკო Facebook-ზე. 


close დახურვა