logo
ENG



რადიო თავისუფლება: პოლიციელი, რომლის გასროლასაც სახლში მყოფი ქალი ემსხვერპლა, გამოუშვეს

27 დეკ 202117:09
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/27/o1lafm81lil2wng.png

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციელი, რომლის გასროლასაც საკუთარ სახლში მყოფი ქალი, მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია. 

შემთხვევა 2020 წლის 19 აპრილს, აღდგომის დღის საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. 

თამარ ანთელავა საცხოვრებელი კორპუსში, მე-7 სართულზე, მოხუც დედასთან ერთად იყო, როცა ტყვია მოხვდა. ამ დროს ქვეყანაში სრული ლოკდაუნი იყო გამოცხადებული. ქუჩებში მოძრაობა არ შეიძლებოდა და თბილისელების უმრავლესობა სახლიდან არ გადიოდა. 

როგორც აღმოჩნდა, ის შსს-ის თანამშრომლის, სიმონ გაბრიაძის მიერ უმისამართლოდ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა. გაბრიაძე მთვრალი აივანზე გავიდა და “ვიკინგის” (Mр-446) ტიპის სამსახურებრივი იარაღით უმისამართოდ 13-ჯერ ისროლა. ერთ-ერთმა ტყვიამ მოკლა თამარ ანთელავა. 

გაბრიაძე დააკავეს. პროკურატურამ მას თავდაპირველად ბრალი სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით წარუდგინა. მოგვიანებით ბრალდება შეიცვალა და 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა

სასამართლომ საქმე სწორედ ამ მუხლით განიხილა, გაბრიაძე გაამტყუნა და 2021 წლის იანვარში 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

რადიო თავისუფლებისთვის ექსკლუზიურად მიწოდებული ინფორმაციით, პოლიციელი სოსო გაბრიაძე დაკავებიდან 15 თვეში, 2021 წლის ივლისში ციხიდან გაათავისუფლეს. 


close დახურვა