logo
ENG



რაისი: იმედია, გავაცნობიერებთ სააკაშვილის ისტორიულ როლს, ამჟამინდელ ჰუმანიტარულ სიტუაციას

13 იან 202320:19
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ 2008 წელს "რუსეთს დანამდვილებით სურდა სააკაშვილის დამხობა" .

"გულწრფელად გეტყვით, მჯერა შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია აეღო თბილისი. რუსეთს დანამდვილებით სურდა სააკაშვილის დამხობა", - აცხადებს რაისი.

გარდა ამისა, კონდოლიზა რაისი პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობასაც გამოეხმაურა. მან იმედი გამოთქვა, რომ "სრულად იქნება გაცნობიერებული მიხეილ სააკაშვილის ისტორიული როლი და მისი ახლანდელი ჰუმანიტარული სიტუაცია".

"ნება მომეცით ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მივმართო საქართველოს სააკაშვილის სახელით, რომელიც ავადაა და ციხეშია. ის არის ადამიანი, რომელზეც მე იმედი მაქვს, რომ სრულად გავაცნობიერებთ მის ისტორიულ როლს და ახლა მის ჰუმანიტარულ სიტუაციას", - ამბობს რაისი.

რაისმა ინტერვიუში 2008 წლის ბუქარესტის სამიტზეც ისაუბრა და თქვა, რომ "შეერთებული შტატები ითხოვდა, 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა მიეცათ, თუმცა კონსენსუსზე დაფუძნებულ NATO-ს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა".


close დახურვა