logo
ENG



რამდენიმე პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს, რეანიმაციაში კი 9 ადამიანი რჩება - რატიანი

20 აპრ 202011:58
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, საავადმყოფოში ამ ეტაპზე 92 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას.

როგორც რატიანმა აღნიშნა, მათი მდგომაროება სტაბილურია, ხოლო 9 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. გარდა ამისა, რატიანის თქმით, რამდენიმე პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს. 

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 120 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 92 ადამიანი. რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტია მოთავსებული და აქედან 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. მათ შორის 3 ადამიანის მდგომარეობა არის კრიტიკული. ამ პაციენტებთან დამძიმება ფიქსირდება მათ თანმხლები დაავადებებით. მიმდინარეობს მკურნალობა და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. ინფიცირებულებიდან 53 პაციენტს აქვს მწვავე, ორმხრივი პნევმონია და მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. გვყავს 3 მოზარდი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით პერიოდის გასვლას, რომლის შემდეგაც გადაიგზავნება ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. დღეს რამდენიმე პაციენტი გაეწერება კლინიკიდან. გაგზავნილი რამდენიმე პასუხიდან ნაწილი მოვიდა დადებითი ნაწილი კი უარყოფითი", - განაცხადა რატიანმა.  

გარდა ამისა, რატიანმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

"როცა დგება პიკი და არ იყოს მიწოლა და კლინიკების კოლაფსი არ განვითარდეს, პირველი მოწოდება რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა აკისრია ეს არის - დარჩით სახლში", - აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 399-მდე გაიზარდა.


close დახურვა