კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 399-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ბოლო 24 საათში დაავადაბულთა რაოდენობამ 5-ით მოიმატა.
კორონავირუსისგან 93 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 4 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782 პირი, სტანციონარში დაკვირვების ქვეშ კი 503 მოქალაქეა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
11 მარტს ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.