დღეს 16:00 საათზე უზენაეს სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა უნდა შეარჩიოს. სხდომის დაწყებამდე კანდიდატებზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის პოსტი 2018 წლის 2 აგვისტოდან, მას შემდეგ არის თავისუფალი, რაც ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა.