logo
ENG



რამიშვილი: თვის ბოლოს ჩამოვლენ უცხოელი სპეციალისტები და სამედიცინო ექსპერტიზას გაეცნობიან

17 აგვ 202020:54
3 წუთის საკითხავი
 

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თვის ბოლოს საქართველოში ჩამოვლენ უცხოელი ექსპერტები.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, ისინი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას გაეცნობიან. 

"თვის ბოლოს უცხოელი სპეციალისტები იქნებიან მოწვეული საზღვარგარეთიდან. გაეცნობიან დასკვნებს. 
ყველაფერი იქნება ძალიან გონივრულ ვადებში. არ იქნება გაჭიანურებული. ნდობა იქნება მაშინ, როცა იქნება შედეგი. იქნება სამუშაო ჯგუფი ქალაქის პროკურატურაში შექმნილი. საუბარი იყო კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით. ვერაფერი შეუშლის ამ საქმეს ხელს. შუალედური დასკვნა იქნება უახლოეს დღეებში, ხოლო როგორც უკვე ვთქვი, თვის ბოლოს იქნებიან ჩამოსული ექსპერტები, რომლებიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას გაეცნობიან", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

ცნობისთვის, ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდებოდა. 


close დახურვა