logo
ENG



რამიშვილი შსს-ს განცხადებაზე: ხვალ 12:00 საათზე პროკურატურასთან გავაკეთებთ განცხადებას

05 აგვ 202022:14
3 წუთის საკითხავი
clock 2458
kv060m879ckjsei.png

თამარ ბაჩალიაშვილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებულ ინფორმაციას "ფორმულასთან" საუბარში ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ ხვალ 12:00 საათზე პროკურატურასთან განცხადება გაკეთდება.

"ხვალ 12:00 საათზე გენერალურ პროკურატურასთან მობრძანდით და ხვალ გავაკეთებთ განცხადებას", - განაცხადა რამიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპის ექსპერტიზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებული არის გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? 

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აშშ-ის საელჩოს სთხოვს, გამოძიებაში ამერიკელი სპეციალისტები ჩაერთონ.


close დახურვა