კანონი, რომელიც მხოლოდ რუსეთში მოქმედებს, უკვე ნათელი მაგალითია რა შეიძლება მოუტანოს საქართველოს თუ ის ძალაში შევა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი და ცივილური სამყარო - სიტყვის გამტეხ ქართულ ოცნებას ერთხმად ეუბნება, რომ კანონი ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრაში არ მოდის - ოლიგარქის ხელისუფლება ჯიუტად გვიმტკიცებს რომ კანონი ევროპულია. რუსული კანონი სულ 7 გვერდზეა დატეული - რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულად დაცლილია კონკრეტიკისგან. კანონი რაც უფრო ბუნდოვანია, მით უფრო საშიშია, რადგან სხვადასხვანაირად შეუძლია კანონის ავტორს მუხლების ინტერპრეტირება.
რას ავნებს ქვეყანას რუსული კანონი - შაბათის ფორმულა
13 აპრ 202420:14
3 წუთის საკითხავი