ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე განმარტავს, რას ნიშნავს დასავლეთის მიერ რუსეთისთის დაწესებული სანქციები
"რუსული ბანკები SWIFT-დან ჩახსნეს. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო გადარიცხვები თითქმის შეუჩერდათ.
რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები გაყინეს. ეს ნიშნავს, რომ 100-ობით მილიარდი დოლარი დროებით წაართვეს.
ეს უკვე გასცდა ეკონომიკურ სანქციებს. ფაქტობრივად "დააყაჩაღეს" რუსეთის მთავრობა. რუსეთს რომ რამის თავი ჰქონდეს, რეზერვების გაყინვისთვის დასავლეთს უნდა ემუქრებოდეს.
ბაიდენი ამბობს, ან გავაჩერებთ პუტინს ან მესამე მსოფლიო ომამდე მივალთო.
თუმცა, დღეს ურთულესი ღამე აქვს უკრაინას და უნდა გაუძლონ!". - წერს ბესო ნამჩავაძე ფეისბუქზე.
ევროკავშირი, აშშ, დიდმა ბრიტანეთი და კანადა რუსეთს მკაცრი სანქციებს უწესებს.
- პირველი: შერჩეული რუსული ბანკები გაითიშება SWIFT-ის სისტემიდან. ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას საერთაშორისო ბაზარზე და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს.
- მეორე: წესდება შემზღუდავი ზომები, რომლებიც ხელს შეუშლის რუსეთის ცენტრალურ ბანკს, ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო რეზერვებზე. ეს ნიშნავს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას. ჩვენ გავყინავთ მათ ტრანზაქციებს. რუსული ბანკებისთვის შეუძლებელი გახდება, ლიკვიდურად აქციოს თავისი აქტივები.
- მესამე: იმუშავებენ, რომ რუს ოლიგარქებს აეკრძალოთ თავიანთი ფინანსების გამოყენება დასავლურ ბაზრებზე.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ასევე შეებრძოლებიან დეზინფორმაციას და ჰიბრიდული ომის სხვა გამოვლინებებს.