logo
ENG



რას პასუხობენ ფორმულას დანიის საელჩოში საქართველოსთვის დახმარების გადახედვაზე

30 ივლ 202417:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/30/tqz7gvyas3a21qz.jpg

პარლამენტის წევრის თეონა აქუბარდიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც დანიის მხრიდან საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობის შეჩერებას ეხებოდა, ფორმულამ საქართველოში დანიის საელჩოს კითხვით მიმართა.

უწყებაში პასუხად დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადება მოიყვანეს, რომელშიც ნათქვამია, რომ EU-ის გადაწყვეტილების შემდეგ, გადახედოს საქართველოსთვის პირდაპირ ფინანსურ დახმარებას, დანიამ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო. 

დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას და დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი.

"2023 წელს დანიამ და საქართველომ წამოიწყეს ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა, საერთო ბიუჯეტით, დაახლოებით 71,5 მილიონი დანიური კრონით. ეს მოიცავს, მაგალითად, ნებაყოფლობითი ეროვნული შენატანების განთავსებას, შემოწირულობებს, ტრენინგებისა და კურსების აქტივობების ხელშეწყობას, ასევე სემინარებისა და კონფერენციების ხელშეწყობას.

2024 წლის ივნისის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადახედოს საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარება, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში თანხების შეჩერება, დანიამ გადაწყვიტა გადახედოს ორმხრივ დახმარებას და დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისთვის.

სანამ გადახედვა გაგრძელდება, დანია შეაჩერებს საქართველოს ხელისუფლებასთან დაგეგმილ აქტივობებს და ახალი პროგრამების მხარდაჭერას.

დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას და დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც არის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველი დანისა და საქართველოს შორის", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა