logo
ENG



რას ჰყვება პოლონელი დიპლომატი

12 იან 202420:01
3 წუთის საკითხავი
 

პოლონეთი ელჩი ააშკარავებს საქართველოს ხელისუფლების ზეწოლის მცდელობას. მარიუს მაშკევიჩის სკანდალური განცხადება ორი წლის წინ მომხდარ ფაქტზე. დიპლომატი იხსენებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისთვის ადგილის მიჩენა სცადა, მან კი დელიკატურად ერთ ადგილზე გაგზავნა. საქმე ისაა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პოლონელმა დიპლომატმა საქართველოს ხელისუფლებას ურჩია, სიმბოლური ნაბიჯი მაინც გადაედგა და სტალინის სახლ-მუზეუმი დაეხურა. თუ ორი წლის წინ პარტნიორი ქვეყნების ელჩებზე შეტევა კულისებში ხდებოდა, ახლა ქართული ოცნება ამას საჯაროდ აკეთებს. დანიის ელჩს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია, დღეს არაკომპეტენტურიც კი უწოდეს.


close დახურვა